აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი, თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე, შესაძლოა წინ წავიდეს . ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„არსებობს შესაძლებლობა, ვივარაუდოთ პროგრესი სამშვიდობო გეგმის ფარგლებში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როდესაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი, ასევე გააკეთა განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ეს გამონათქვამები გადამწყვეტი გახდეს თბილისის მიდგომებისთვის სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარების კუთხით და ასევე გარდაიქმნას კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებად“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად რჩება იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
„ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური საზღვრების დელიმიტაციის დაწყება და შემდგომი დემარკაცია ხელს შეუწყობს სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას“, - აღნიშნა მან.
ზახაროვას თქმით, რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ამ პროცესებს.