რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა 12,7 მილიარდი რუბლის თანხის მითვისების გამო სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში მიიღო. ეს თანხა მოსკოვის მთავრობას ეკუთვნოდა. უფრო ადრე დანაშაულის დეტალებს მოსკოვის შსს მთავარ სამმართველოსთან არსებული საგამოძიებო სამმართველო იძიებდა.
პირველმა ინსტანციამ მისთვის საინტერესო დოკუმენტაცია მოსკოვის ბანკიდან თუ სხვა ორგანიზაციებიდან გამოითხოვა.
დანაშაულის ძიების შემდგომი ეტაპი უკვე მოსკოვის ბანკის ხელმძღვანელობის დაკითხვაა. ასევე, დაიკითხებიან დედაქალაქის ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები, კომპანია "ინტეკოს" ხელმძღვანელები და ელენე ბატურინა.
შეგახსენებთ, თანხის მითვისებისთვის საქმე 2010 წლის 21 დეკემბერს აღიძრა. დანაშაული შემდეგნაირად კვალიფიცირდება _ "განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა". გამოძიების თანახმად, მოსკოვის ბანკის "დაუდგენელმა პირებმა" და დახურული სააქციო საზოგადოება "პრემიერ ესტეიტმა" უკანონოდ მიითვისეს 12,7 მილიარდი დოლარი, რომელიც დედაქალაქის ხელისუფლებამ მოსკოვის ბანკს გამოუყო.
ბანკმა კრედიტის სახით ეს თანხა დახურულ სააქციო საზოგადოება "პრემიერ ესტეიტს" გამოუყო, ფირმამ კი ის ელენე ბატურინას კუთვნილ "ინტეკოს" მიაკუთვნა, რათა მას დედაქალაქში მიწის მონაკვეთის შეძენისასEანგარიში გაესტუმრებინა.