ეგვიპტის პრეზიდენტ მუბარაქის მომხრეები აქციის მონაწილეებს ტაჰირის მოედანზე ცხენებსა და აქლემებზე ამხედრებულები დაპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას " BBC" ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ცენტრში, ტაჰირის მოედანზე, მუბარაქის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
მუბარაქის ასობით მომხრემ გადაინაცვლა ტაჰირის მოედანზე და იქ შეკრებილ დემონსტრანტებს ხელკეტები დაუშინა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანია დაშავებული.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის სამხედრო მაღალჩინოსნებმა დემონსტრანტებს მოუწოდეს, დაშლილიყვნენ შეტაკებების თავიდან ასარიდებლად. დღეს ახალი კომენდატის საათიც დაწესდა, რომელიც კაიროს დროით 17:00 საათზე იწყება და 07:00 საათზე მთავრდება.
კაიროს ქუჩებში ასიათასობით ადამიანია შეკრებილი. დემონსტრანტები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის სასწრაფო გადაყენებას მოითხოვენ. გუშინდელი "მილიონიანი მარშის" დროს, ქუჩებში მუბარაკის მომხრეებიც გამოვიდნენ.