რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საკათედრო ტაძრის ეპისკოპოსებსა და პატრიარქ კირილს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევისკენ მოუწოდა.
"მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეკლესიისა და სახელმწიფოს პარტნიორული ძალისხმევა ექსტრემიზმის წინააღმდეგ მივმართოთ. გავამყაროთ კონფენსიური და ინტერეთნიკური თანხმობა ქვეყანაში,"_აღნიშნულია მედვედევის ტექსტში, რომელიც კრემლის საიტზეა მოცემული.
მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსო ტაძარი, რომელიც რუსეთის საეკლესიო იერარქიის უმაღლესი ორგანოა, 2-დან 4 თებერვლამდე მაცხოვრის ტაძარში თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.
ცნობისთვის, საკათედრო ტაძრის პლენარული სხდომა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის თავმჯდომარეობით გაიმართება.