სინამდვილეში ბურჭულაძე მიშას „კუკლაა“ და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ბიძინას დანიშნულ თარიღებში რომ „იბრუნებს“ ქვეყანას ეს კლოუნი, რომელიმე ჟურნალისტმა არ ჰკითხა, 1-მა ოქტომბერმა რა დააშავა? თუ რამის თავი აქვს, გაუგებარია, ბიძინას დანიშნული თარიღები რაში სჭირდება – 20 სექტემბერს რატომ არ იბრუნებს? „ქოცებს“, თუ უნდა, სალაპარაკო მისცეს, რომ 4 ოქტომბერს მაგათი ფარსის ჩაშლას ვაპირებთ? (25 ნოემბერი გაიხსენეთ, პირველი სესია რომ არ ჩაატარებინეს). სინამდვილეში ეს ტიპი მიშას „კუკლაა“ და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში. მხოლოდ ამას ემსახურება ეს კლოუნადა. სალომე ზურაბიშვილსაც ამიტომ ურტყამდა ეს ხატმფრენი ვიგინდარა. ისე დაიბრუნებს ბურჭულაძე ქვეყანას, როგორც ხაბეიშვილმა გაიტაცა მიშა „ვივამედიდან““, – დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე.