ეგვიპტეში კომენდანტის საათი გრძელდება, თუმცა შეცვლილი სახით.
როგორც ადგილობრივი სააგენტოები იუწყებიან, ნაცვლად შუადღის სამი საათისა, ეგვიპტეში კომენდანტის საათი დაიწყება 17:00 საათზე და გაგრძელდება 07:00 საათამდე.
ეგვიპტეში ანტი-სახელისუფლებო გამოსვლები გრძელდება. გუშინ კაიროში გაიმართა "მილიონიანი მარში", რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის სასწრაფო გადადგომას მოითხოვდნენ. მოთხოვნები ძალაში რჩება და როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ახალი მასშტაბური საპროტესტო აქციები პარასკევს გაგრძელდებდა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში საპროტესტო აქციები 25 იანვარს დაიწყო. როგორც გუშინ გაეროს უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, აქციების დაწყების შემდეგ მომხდარ შეტაკებებს დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა.