ეს პროცესი ჩემს გარშემო 2 წლის წინ და დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში დემოკრატია, მაგრამ შემდეგ დაიწყო შურისძიება. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.
მახსოვს მხედრიონის დრო, ახლა 21-ე საუკუნის "მხედრიონია", - თქვა მან.
ბაჩიაშვილმა საკანში მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ისაუბრა.
"მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით...ვითომ თეთრი ბოტასებითა და მაისურით რომ მიპოვეს, არის ტყუილი. ამ საქმეზე არავინ დაკითხულა და არც არანაირი პროცედურა არ ჩატარებულა. ჩემი გატაცების ამბავში ჩართული იყო სუს-ი და „აირზენა“.... საგულდაგულოდ ქსნის საპყრობილიდან ჩამოიყვანეს ჯალათი, პირდაპირ გაიღო კამერის კარი, დამიწყო გინება და ცემა, შუშით დამუქრება. გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი კიდევ სხვა დაზიანებაც მაქვს მიღებული. არც კამერები წარმოუდგენია ჩვენთვის ჯერჯერობით არავის და არც დაზარალებულად მაღიარეს...
ჩამიკეტეს გარეთ წვდომა, ადვოკატთანაც კი ამიკრძალეს დარეკვის უფლება. რატომ? - იმიტომ, რომ როცა შემოიყვანეს ის ნაძირალა ჩემს საწამებლად, რომ ვერ დამერეკა. 63 საათი არ უშვებდნენ ადვოკატს ჩემთან. ის კი არა, სახალხო დამცველტანაც არ არეკინებდნენ. საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, იმ საავადმყოფოში რომ ჩემი ჰოსპიტალიზება არ მოეხდინათ ვითომ ჩემი სიმპტომები არ ენახათ, ჩემი სიმპტომები ამოირეს ორმა 100-დან, მე რასაც ვამბობდი ის არ ჩაუწერიათ და საავადმყოფოდან ხელ-ფეხში...
საავადმყოფოში სიმპტომები არ ჩამიწერეს. ამაზე კი პროკურორი ამბობს, რომ ამ საქმესთან ამ ამბავს კავშირი არ აქვსო. იგივე ამ სასამართლოსთანაც, ყველანი რომ მოგვამზადეთ და შემდეგ გადადეთ პროცესი და შემდეგ ისევ ჩანიშნეთ, ჩემს ადვოკატს მოუწია უცხოეთიდან ჩამოსვლა. დრო მოგვეცით, რომ მოვემზადოთ.
ჩემს მიმართ სამართალი არცერთხელ არ განხორციელებულა“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.