რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გაეროს წარმომადგენელს ანტი ტურუნენს შეხვდა. განცხადებას აღნიშნული შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შეხვედრაზე გაკეთდა ანალიზი რეგიონში შექმნილი სიტუაციისა. საუბარი ასევე შეეხო მზადებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-15 რაუნდისათვის", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ასევე დეტალურად იყო განხილული ინციდენტების პრევენციისა და და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება, რომელიც გაეროს მონაწილეობით მოქმედებს.
"ამასთან დაკავშირებით, განხილულ იქნა პერსპექტივები გაეროს ყოფნისა რეგიონში, მათ შორის ჟენევის "გაეროს გუნდის" დაფინანსების საკითხები", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.