ფიფა/კოკა-კოლას თებერვლის მსოფლიო საფეხბურთო რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრები 71-ე ადგილზეა. საქართველომ წინა თვესთან შედარებით ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია და პოლონეთთან ერთად 71-72-ე ადგილებს იყოფს.
2010 წლის იანვრიდან მოყოლებული "ჯვაროსნები" რეიტინგში 53 ადგილით დაწინაურდნენ. გასული წლის დასაწყისის შემდეგ ქართველები რეიტინგში ადგილს ყოველთვე იუმჯობესებენ, რაც პირველ რიგში ერთლიანმა წაუგებელმა სერიამ განაპირობა.
მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებად კვლავ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრები რჩება. მეორე ადგილზე ჰოლანდიაა, მესამეზე გერმანია, მეოთხეზე ბრაზილია, ხოლო ხუთეულს არგენტინელები ამთავრებენ.
2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჩვენმა ერთ-ერთმა მეტოქემ საბერძნეთმა ერთი ადგილით წინ წაიწია რეიტინგში და მე-10 ადგილზე დამკვიდრდა. ერთი პოზიციით უსწრებს საბერძნეთს შესარჩევი ჯგუფის ფავორიტი ხორვატია.
გთავაზობთ ფიფა/კოკა-კოლას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო 20 ნაკრებს და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების რეიტინგს:
1. ესპანეთი
2. ჰოლანდია
3. გერმანია
4. ბრაზილია
5. არგენტინა
6. ინგლისი
7. ურუგვაი
8. პორტუგალია
9. ხორვატია
10. საბერძნეთი
11. ნორვეგია
12. რუსეთი
13. იტალია
14. ჩილე
15. განა
16. სლოვაკეთი
17. იაპონია
18. აშშ
19. საფრანგეთი
20. სლოვენია
- - - - - - - - - - - - - -
52. ისრაელი
71. საქართველო
76. ლატვია
163. მალტა