იორდანიის მეფე აბდულამ მთავრობა დაითხოვა.
სამეფო სასახლის განცხადებით, მეფემ ახალ პრემიერ-მინისტრად სამხედრო საკითხებში საკუთარი მრჩეველი მარუფ ბახიტი დანიშნა და ახალი კაბინეტის ფორმირება დაავალა, რათა ქვეყანაში "ჭეშმარიტი პოლიტიკური რეფორმები" გატარდეს.
შეგახსენებთ, რომ იორდანიაში უკვე რამდენიმე კვირაა მთავრობის გადადგომისა და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების მოთხოვნით ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქციები მიმდინარეობს. ამანში დემონსტრანტთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება.