უკრაინაში, რუსების წინააღმდეგ მებრძოლი, კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. 23 წლის ვალერი ბაძაღუას, რომელიც წარმოშობით წალენჯიხის სოფელი ჯგალიდანაა, 26 ივლისს ჯერ თბილისში ჩამოასვენებენ, შემდეგ კი წალენჯიხაში დაკრძალავენ
ინფორმაცია 25 ივლისს გაავრცელა წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ბელქანიამ.
“კიდევ ერთი წალენჯიხელი, ჯგალელი 23 წლის ვალერი ბაძაღუა უკრაინის ისტორიაში შევა როგორც გმირი!
მას წალენჯიხაში სამხედრო წესით, როგორც მებრძოლს რუსული ბოროტების წინააღმდეგ დაკრძალავენ!
მას შეეძლო სივრცე დაეტოვებინა, თუმცა დედით უკრაინელმა და მამით ქართველმა სამშობლოსათვის ბრძოლა და თავგანწირვა არჩია!
ჩვენ მას არასოდეს დავივიწყებთ!” – წერს ბელქანია