აფრიკის ინსტიტუტის დირექტორის აზრით, ეგვიპტის ახალი ხელისუფლება, სავარაუდოდ, ანტიამერიკული იქნება
"ეგვიპტის ახალი ხელისუფლება, სავარაუდოდ, ანტიამერიკული განწყობის იქნება. ამასთან, მას რელიგიური განწყობა ექნება",-აღნიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აფრიკის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსეი ვასილევმა, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება.
მისი განმარტებით, ახალ ხელისუფლებაში რელიგიური ელემენტის შეტანა ფანატიზმს სულაც არ ნიშნავს.
შეგახსენებთ, ჰოსნი მუბარაქიმ თავისი 30 წლიანი მმართველობის შემდეგ განაცხადა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტზე თავის კანდიდატურას აღარ წამოაყენებს და სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციას სექტემბრამდე შეასრულებს.