ისრაელში აშშ-ის ელჩი, მაიკ ჰაკაბი გამოეხმაურა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას პალესტინის სახელწიფოს აღიარების შესახებ.
„მაკრონის მიერ „პალესტინის“ სახელმწიფოს ცალმხრივ „გამოცხადებაში“ არ იყო მითითებული, თუ სად იქნებოდა ის. ახლა ექსკლუზიურად შემიძლია განვაცხადო, რომ საფრანგეთი ახალ რივიერას შესთავაზებს და ახალ სახელმწიფოს „ფრან-ან-სტინს“ დაარქმევს“, - დაწერა ჰაკაბიმ სოციალურ ქსელში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გააკეთებს.
მაკრონის გადაწყვეტილენა მკაცრად დაგმეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.