იაპონიის პრეფექტურის_მიაძაკის ხელისუფლებამ 190 ათასი ქათმის განადგურება დაიწყო. ამ ოპერაციაში იაპონიის თავდაცვის ძალების 400 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს.
საშიში ვირუსის მორიგი აფეთქება მიაძაკის პრეფექტურის ერთ-ერთ საქათმეში ახლახანს გამოვლინდა. ფერმის გარშემო 10 კილომეტრის ირგვლივ კარანტინი გამოცხადდა. ამასთან, ამ ზონის საზღვრებს გარეთ პროდუქციის გატანაც აიკრძალა.
ე.წ. ქათმის გრიპის ეს უკვე რიგით მეშვიდე გავრცელების კერაა, რომელიც მიმდინარე ზამთარში მიაძაკში დაფიქსირდა.
ადგილობრივი პრეფექტურის დავალებით 22 იანვრიდან უკვე 500 ათასზე მეტი ქათამი გაანაგურეს.
სპეციალისტები ვირუსის წყაროდ გადამფრენ ფრინველებს მიიჩნევენ, რადგან მახლობლად მდებარე ხოკაიდოში რამდენიმე მკვდარი გედი იპოვეს. ანალიზმა დაადასტურა, რომ ფრინველები გრიპით იყვნენ დაავადებულნი.
მასალის გამოყენების პირობები