ინდოეთის ერთ-ერთ შტატში, სახელწოდებით უტარ-პრადე, რკინიგზაზე ავარია მოხდა, რასაც 14 მგზავრი შეეწირა და 14 დაშავდა. მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია.
ავარია იმ დროს მოხდა, როცა ჩქაროსნული მატარებელი დაბალი საფეხთმავლო ხიდის ქვეშ გადიოდა. მგზავრები, რომლებიც მატარებლის სახურავზე ისხდნენ, შემთხვვის შედეგად ჩამოვარდნენ.
დაზარალებულთა უმრავლესობა ბიხარის შტატიდან იყო. მათ უტარ-პრადეშის სასაზღვრო პოლიციაში მსახურების მიზნით განცხადება შეიტანეს, რის შემდეგაც სახლში ბრუნდებოდნენ.