"დომოდედოვოში" მომხდარი ტერაქტის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ბურდენკოს სახელობის ჰოსპიტალში "დომოდედოვოში" მომხდარი ტერაქტის დროს ერთ ერთი დაჭრილი გარდაიცვალა, რომელიც ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასე, რომ ტერაქტის გამო დაღუპულთა რაოდენეობა 36 ადამიანამდე გაიზარდა", _ იუწყება რუსული მედია.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში ტერაქტი 24 იანვარს მოხდა. დაიღუპა 36 და დაიჭრა 150 -ზე მეტი ადამიანი.