საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს.
"ტრენინგის მიზანია, სერვისის ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა. რაც გულისხმობს, ყველა მატარებლის უფროსის, ვაგონის გამცილებლების - მომსახურების ოპერატორების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მგზავრისადმი სწორი დამოკიდებულება, მომსახურების სისწრაფე, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, კონფლიქტის მენეჯმენტი და ა.შ.
ტრენინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტ-კონსულტანტები, რომელთაც გაჩნიათ მაღალი კვალიფიკაცია და მომზადებული აქვთ მსმენელთათვის საინტერესო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი", -აღნიშნულია ინფორმაციაში.