რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი ირლანდიაშიც დააკავეს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ირლანდიის საგარეო უწყების ცნობით, დაკავებულმა 6 რუს ჯაშუშს ირლანდიის მოქალაქის ყალბი პასპორტები მისცა.
"აღნიშნულმა შემთხვევამ შესაძლოა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედოს", - ნათქვამია ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულის მიერ დამზადებული ყალბი პასპორტებით შეერთებულ შტატებში მყოფი ის რუსი ჯაშუშები სარგებლობდნენ, რომელთა დეპორტაციაც რუსეთში შარშან ზაფხულში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის.