დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლებიც ნავთობის ტრანსპორტირებიდან და გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას დაამატა, 135 ნავთობტანკერი რომლებიც რუსეთის მიერ ნავთობის ფარულად ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია.
ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ სანქცირებული ტანკერებით 2024 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, 24 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობი გადაიტანეს.
გარდა ამისა, ბრიტანეთის სანქციები ამჟამად ვრცელდება ორ კომპანიაზე, რომლებზეც რეგისტრირებულია „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები.
ბრიტანეთის მთავრობის თქმით, ერთ-ერთი მათგანი რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილთან“ არის დაკავშირებული.
„ახალი სანქციები პუტინის „ჩრდილოვან ფლოტს“ კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს და რუსეთს ნავთობიდან მიღებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს წაართმევს, რომელსაც ის ომის დასაფინანსებლად იყენებს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმა.
ბრიტანეთის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 2022 წლიდან მესამედით შეამცირა.