ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 1-ელ თებერვალს გვიან ღამით მუბარაქმა რელევიზიისა და რადიოს საშუალებით ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და პირობა მისცა, რომ სექტემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მუბარაქმა მოსახლეობას სთხოვა სექტემბრამდე სიმშვიდე შეინარჩუნონ და მომავალი ლიდერები ძალაუფლებას თანმიმდევრულად გადაიბარებენ.
"მე ისტორია განსმჯის", _ განაცხადა 82 წლის ეგვიპტის პრეზიდენტმა.
მუბარაქმა აღბნიშნა, რომ ახლა მთავარია, სტაბილურობის შენარჩუნება ეგვიპტეში.
რამდენიმე დღის წინ მუბარაქი ესაიბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალუკრ წარმომადენელს ფრენკ უისნერს. უისნერმა მას აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეტყობინება გადასცა, რომლის მიხედვით თეთრი სახლი სთხოვს მუბარაქს ორგანიზება გაუკეთოს ძალაუფლების ცივილურო ფორმით გადაცემის.