მიმდინარე საქმე 7 ნოემბერზე სააკაშვილის წინააღმდეგ არის სადამსჯელო ოპერაცია., - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
ლევან სანიკიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მთავარი სამიზნე კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილია“.
“მას შემდეგ რაც “ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოაცხადა ნადირობა “ნაციონალური მოძრაობის” და მის ისტორიაზე, “ვარდების რევოლუციის” გადაწერაა მათი სრული მიზანი, მონაპოვრის ბოლომდე ნიველირება. საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით საქმე, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს, რომელსაც იძიებს სანქცირებული სასამართლო, არის კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაცია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. 5 აგვისტოს
ველოდებით, რომ ქართულ მხარეს გაამტყუნებენ 2008 წლის ომში, მიხეილ სააკაშვილს აღუძრავენ დამატებით საქმეებს პროკურატურაში, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გასაგებია, რომ ყველაზე მეტად რომელი ოპოზიციური პარტიის და რომელი ლიდერის მიმართაც აქვთ შიში, მის მიმართ აგრძელებენ აღვირახსნილ პოლიტიკურ დევნას.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.