ივანო-ფრანკივსკი გასულ ღამეს რუსული რაკეტებისა და დრონების კომბინირებული დარტყმის ქვეშ მოექცა, რაც ქალაქის მერის, რუსლან მარცინკივის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურია.
„სამწუხაროდ, ბევრი დარტყმა განხორციელდა. მადლობა საჰაერო თავდაცვის ძალებს. ყველას, ვინც ივანო-ფრანკივსკის დაცვაში იყო ჩართული. ეს იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, - განაცხადა მან Facebook-ზე.
მერის თქმით, თემის სამ სოფელში ინფრასტრუქტურა დაზიანდა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მისივე თქმით, შედეგების მასშტაბები ზუსტდება.