მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.
19 ივლისს გამართულ სხდომაზე მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკი „გამარჯვებას” განცხადება არ მიიღო რეგისტრაციისთვის.
განცხადებას მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ოლიგარქი ილან შორი რუსეთში ცხოვრობს, მას მოლდოვაში 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.
მოლდოვის საგამოძიებო ორგანოების ცნობით, შორი 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ბენეფიციარი იყო. ის იყო ორი ბანკის აქციონერი, რომლებიც მოგვიანებით გაკოტრდა
მოლდოვის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ილან შორის დახმარებით, რუსეთი აქტიურად ცდილობს მოლდოველი ამომრჩევლების მოსყიდვასა და არჩევნებში სხვადასხვა გზებით ჩარევას.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვიცე-თავმჯდომარის, პაველ პოსტიკას განცხადებით, ოლიგარქი თავად იყო ჩართული საარჩევნო ბლოკის შექმნაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვიცე-თავმდჯომარემ ასევე აღნიშნა, რომ ბლოკი „გამარჯვებას” სხდომის მოსკოვში ჩატარება „საფუძვლიან ეჭვებს იწვევს”.
საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ოთხი პარტია შედის, რომელთგან ყველა გაქცეულ რუს ოლიგარქ, ილან შორთან არის დაკავშირებული.