პარლამენტისკენ მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას აქციის მონაწილეებსა და მელიქიშვილის გამზირზე მყოფ რუსულ ენოვან მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
მსვლელობის მონაწილეების თქმით, გამვლელებმა, რომლებიც რუსულად საუბრობდნენ, პროტესტის მონაწილეების სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მოგვიანებით ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია.