„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები! უარი რუსულ სპეცოპერაციას!” - თბილისში საპროტესტო მარში იმართება.
მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მიემართებიან.
მათი თქმით, აღიარებენ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ამბობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და სინდისის პატიმრების გათავსიუფლების მოთხოვნით, ქვეყანაში 234-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.