აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის სასწავლო ბაზაზე აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ 18 ივლისს ტელეარხი NBS News მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
„პარასკევს დილით ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის სასწავლო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ იუჯინ ბისკაიზუს აკადემიური სასწავლო ცენტრი ლოს-ანჯელესის მერიიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობს.