შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქობულეთის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.
ჯემალ გოგბაჩაძეს მოქალაქისაგან თანხის გამოძალვა ბრალდება. სამართალდამცველი ასევე ხე-ტყის კონტრაბანდის მფარველობაშია მხილებული. გოგბაჩაძე ქრთამის სანაცვლოდ უკანონო ბიზნესის დაფარვის პირობას იძლეოდა. დაკავებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ცხრა წლიანი პატიმრობა ემუქრება.