ე.წ პრემიერია, რომელსაც ქუჩაში მარტო გასვლის ეშინია — “ნაციონალურ მოძრაობას” ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე თავისუფლებისთვის და ევროინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ე.წ პრემიერ მინისტრი, რომელსაც ქუჩაში მარტო გასვლის ეშინია. „ნაციონალური მოძრაობას“ 13 წელია ივანიშვილი და “ოცნება” განადგურებით ემუქრება და ეს გასაგებიც არის- “ნაციონალური მოძრაობასთან” ბრძოლით ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანაში ევროინტეგრაცია და თავისუფლების იდეა მოკლას. მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობებისა, “ნაციონალური მოძრაობა” იბრძვის და დგას მყარად. ერთ-ერთი უმთავრესი წინააღმდეგობის მოძრაობა არის, რომელიც 13 წლის განმავლობაში არ დანებდა. “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ის, ვინც რეჟიმის ჩამოცილებაში უდიდეს წვლილს შეიტანს. ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” თითოეულ ლიდერს გაცნობიერებული აქვს, რა ბრძოლაში ვართ. გადაწყვეტილებების მიუხედავად, ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნებით და რეჟიმის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ”, - განაცხადა ანა წითლიძემ.