კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გა;დავას განცხადებით, ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება პროპაგანდისტული ხაზის ჟანრის კლასიკაა და მას სრიოზულად ვერ შეაფასებს.
მისი თქმით, იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი ჰყავს, დემოკრატიაზე საუბარი არ გამოვა.
„ევროკავშირის 17 დემოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი რომ ანტიდემოკრატები არიან და "ქართული ოცნება" დემოკრატიის ფლაგმანი, ეს არის "ოცნების" პროპაგანდისტული ხაზის ჟანრის კლასიკა და ამას სერიოზულად ვერ შევაფასებ. ფაქტი არის ერთი: იმდენად მძიმედ არიან უკვე ჩართულები კონსპირაციულ თეორიებში, რომ ეს არის ცალკე დიაგნოზი, რომელსაც დარგის სპეცალისტი ესაჭიროება.
ცხადია, იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, აქტივისტები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, უბრალო მოქალაქეები არიან ციხეში, საუბარი დემოკრატიაზე არ გამოვა და ამის დასტური იყო სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებული წერილიც, - ამბობს ლანა გალდავა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო ევროპელი მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილს გამოეხმაურა. "18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.