ქაიროს ცენტრალურ მოედანზე დემონსტრანტთა რაოდენობამ მილიონ ადამიანის მიაღწია. ადამიანები ტახირის მოედანზე არიან შეკრებილნი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოპოზიციური ძალების შტაბი ქუჩაში გამოსული ადამიანებისადმი მიმართვას გეგმავს. ოპოზიციური ძალების შტაბის წარმომადგენელმა მუატაზ სალახიდინმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ შექმნილია ნაციონალური კოალიცია, რომელიც მუბარაქის რეჟიმის ჩამოგდების შემთხვევაში ქვეყანას უხელმძღვანელებს.
აღნიშნულ კოალიციაში შევიდნენ: ქვეყნის უხუცესი პარტია "ვარფ"-ი, ცვლილებების ნაციონალური გაერთიანება, დემფრონტი, დემოკრატიული მოძრაობა "კიფაია" და "ძმები-მუსულმანები".
კოალიციის ძირითადი მიზანი ახალი კონსტიტუციის მიღება და ნაციონალური მთავრობის შექმნაა.