გაეროს კვლევის მიხედვით, რომელსაც BBჩ ავრცელებს, ტუნისის არეულობებს დაახლოებით 219 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 219-დან 72 ტუნისის ერთ-ერთი ციხის ბუნტის დროს დაიღუპა.
როგორც BBჩ გაეროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, ეს ბოლო მონაცემი არაა და სავარაუდოდ დაღუპულთა რაოდენობა უფრო მაღალია.
ტუნისის მთავრობს განცხადებით, ექს-პრეზიდენტ ზინე ალ-აბიდინე ბენ ალის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ საპროტესტო აქციებს, რომელიც შემდეგ არეულობებსა და შეტაკებებში გადაიზარდა, 78 ადამიანი შეეწირა.
შეგახსენებთ, რომ ტუნისში არეულობები ეხლაც გრძელდება. ტუნისის ექს-პრეზიდენტი, რომელიც არეულობების დაწყების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა, საუდის არაბეთს აფარებს თავს.
მასალის გამოყენების პირობები