ეგვიპტის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ მოჰამად ელ ბარადეის თქმით, ეგვიპტის მოქმედმა პრეზიდენტმა ხოსნი მუბარაკიმ პარასკევამდე ეგვიპტის საზღვრები უნდა დატოვოს.
როგორც ბარადეიმ ტელეკომპანია "ალ-არაბიას" ეთერში განაცხადა, ერთადერთი, რაც ეგვიპტეში მასობრივ არეულობასა და სისხლისღვრას შეაჩერებს, მუბარაკის გადადგომაა.
ამ წუთებში ეგვიპტელი ოპოზიციონერები "მილიონიანი მარშისთვის" ემზადებიან.
როგორც "ალ-ჯაზირა" იუწყება, კაიროს ქუჩებში დაახლოებით 100 000 დემონსტრანტია გამოსული.
არეულობები ეგვიპტეში 25 იანვარს დაიწყო.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის კომუნიკეს მიხედვით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, არეულობებს 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 3000 დაშავდა.
დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკიმ პოსტი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.
მასალის გამოყენების პირობები