აზერბაიჯანულმა პოლიციამ ბაქოს სიახლოვეს, ქალაქ ხირდალანში აღმართული ჰოსნი მუბარაქის ძეგლის დაცვა გააძლიერა.
ეგვიპტის პრეზიდენტის ძეგლის დაცვა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც აზერბაიჯანის ოპოზიცია მისი აღების წინადადებით გამოვიდა. "იმ დროს, როცა ეგვიპტელი ხალხი დიქტატორის ჩამოგდებას ცდილობს, ჩვენთან მისთვის ძეგლი იდგმება,"_აღნიშნა დეპუტატმა იგბალ აგაზადემ.
შეგახსენებთ, მუბარაქის ძეგლი აზერბაიჯანისა და ეგვიპტის მეგობრობის ნიშნად 2007 წელს დაიდგა.
მასალის გამოყენების პირობები