გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის უმაღლესი კომისარის ნავი პილაის განცხადებით, ეგვიპტეში არეულობებს დაახლოებით 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც "როიტერი" იუწყება, გაერო მოუწოდებს ეგვიპტის მთავრობასა და მოსახლეობას, რომ დღევანდელმა დღემ ეგვიპტეში მშვიდობიანად ჩაიაროს. დღევანდელ აქციებს, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მოწინააღმდეგეები "საკვანძო დღეს" უწოდებენ. მათი თქმით, საპროტესტო აქციაზე მილიონი ადამიანი გავა, რაც მუბარაკს თანამდებობის დატოვებას აიძულებს.
პილაი ეგვიპტის მთავრობას მოუწოდებს, რომ არმიამა და პოლიციამ იმოქმედონ კანონის ფარგლებში და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ.
როგორც გაეროში აცხადებენ, მათი მონაცემი დაღუპულთა რაოდენობის შესახებ დაუზუსტებელია.