ევროპარლამენტში საქართველოზე უმწვავესი რეზოლუცია მიიღეს. იმის გათვალისწინებით, რომ „ლელო“ თავის ჯიბის ექსპერტებთან ერთად, ურცხვად იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, ევროპელები არჩევნებში მონაწილეობას გვთხოვენო, საინტერესოა ადგილობრივ არჩევნებზე ჩანაწერი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
წითლიძე აქვეყნებს ამონარიდს ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, რომლიც მუნიციპალურ არჩევნებს ეხება.
"ევროპარლამენტში საქართველოზე უმწვავესი რეზოლუცია მიიღეს. იმის გათვალისწინებით რომ ლელო, (გახაროიდებიც) თავის ჯიბის ექსპერტებთან ერთად, ურცხვად იტყუებოდა როდესაც ამბობდა ევროპელები არჩევნებში მონაწილეობას გვთხოვენო)) საინტერესოა ადგილობრივ არჩევნებზე ჩანაწერი. იხილეთ.
2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება სამართლებრივი გარემოს გაუარესების ფონზე, რაც გამოწვეულია საქართველოს ორგანულ კანონში და საარჩევნო კოდექსში 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებებით, ასევე პოლიტიკური რეპრესიების და ოპოზიციური ძალების გაძლიერებული დევნის ფონზე;
არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას ნებისმიერი პოტენციური მონაწილისთვის, ვინც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოელის, და ამასთანავე, ასეთი მონაწილეობა თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ იქნება გამოყენებული არსებული სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის;
მოსალოდნელი არჩევნები ვერ წარმოადგენს ქართული ხალხის დემოკრატიული არჩევანის გამოხატვის რეალურ შესაძლებლობას, თუ არ გათავისუფლდებიან დაპატიმრებული და დაკავებული ოპოზიციური ლიდერები და თუ არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და სანდო საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს ნამდვილად სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე პროცესს.“