მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს ჩრდილოეთ ესპანეთსა და სამხრეთ საფრანგეთში, რის გამოც საფრანგეთის ქალაქ მარსელის აეროპორტი დაიხურა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტალიოს განცახდებით, 800 მეხანძრისა და სახანძრო თვითმფრინავის მონაწილეობით ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ხანძარი კონტროლის ქვეშ მოექცა.
წინასწარი მონაცემებით, მარსელში 110 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის დაახლოებით 30 მეხანძრე და პოლიციელია.
ხანძარი 700 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა და 63 საცხოვრებელი შენობა დააზიანა, რომელთაგან 10 მთლიანად დაიწვა. 400 ადამიანი ევაკუირებული იქნა. მეხანძრეები ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ.
ესპანეთის დიდი ნაწილი ხანძრების საფრთხის გამო მზადყოფნოს მაქსიმალურ დონეზეა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ივნისის ყველაზე ცხელი თვე დაფიქსირდა.
განსაკუთრებით სერიოზული ვითარება იყო კატალონიის რეგიონში, სადაც ტყის ხანძრებმა სამი ათასი ჰექტარის ფართობის მცენარეულობა გაანადგურა.
ხანძრის ჩაქრობაში 300-ზე მეტი მეხანძრე და ჯარისკაცი იყო ჩართული, თუმცა ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებდა.
კატალონიის მუნიციპალიტეტ ტარაგონაში ხელისუფლებამ 18 000 ადამიანს მოუწოდა, ხანძრის საშიშროების გამო სახლები არ დაეტოვებინათ.