თორნიკე რიჟვაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ჟურნალისტებს უდასტურებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე და ამბობს, რომ ეს ოჯახის სურვილით მოხდა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.