“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი, ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
"ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერები ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობერტ ტევერსონს შეხვდნენ, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარია.
პარტიის ლიდერების განცხადებით, საუბრის მთავარი თემა იყო ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ივანიშვილის რეჟიმის მიერ დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
პარტიის ლიდერებმა შეხვედრის დროს ასევე ხაზი გაუსვეს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის დახმარების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს, როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".