ნატო და ევროკავშირი რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განუცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა საუბარი შედგა ძალიან სერიოზულ საკითხზე. არსებითად, საუბარი ეხებოდა ომსა და მშვიდობას, უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობას, ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან სამხედრო მზადებას. კონკრეტულად ისინი ემზადებიან რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო შეტაკებისთვის“, - განაცხადა გრუშკომ.