აშშ-ში, ტეხასის შტატში, 114 წლის ასაკში პლანეტის ყველაზე მხცოვანი ქალბატონი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება.
იუნის სანბორნი 1896 წელს დაიბადა, თუმცა თავად მიუთითებდა, რომ ჩაწერის ბიუროში მისი დავადების თარიღი არასწორად მიუთითეს და სინამდვილეში, იგი ერთი წლით უფროსი იყო.
სანბორნი დიასახლისი გახლდათ. იგი სამჯერ იყო გათხოვილი, მისი უკანასკნელი მეუღლე 1979 წელს გარდაიცვალა.
75 წლის განმავლობაში სანბორნი ტეხასის ჯექსონვილის ქალაქში ცხოვრობდა. 2010 წლის ნოემბერში კი, 114 წლის ფრანგი მონაზონის_ეჟენი ბლანშარის გარდაცვალების შემდეგ, სანბორნიმ დედამიწის ყველაზე უხუცესი ქალბატონის წოდება მიიღო.
იუნის სანბორნის გარდაცვალების შემდეგ ეს წოდება, ასევე, 114 წლის ამერიკელ ქალბატონზე, ჯორჯიის შტატში მცხობრებ ბეს კუპერზე გადავიდა.