პირველ რიგში გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს. ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ამოიღოთ ხმა, თორემ ეს ადამიანი მოგადგებათ ყველას სახლში, ოჯახებში და დაგიწიოკებთ შვილებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“პირველ რიგში გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე. წარმოიდგინეთ ნებისმიერი ვერსია, მათ შორის ადამიანი რა ზომამდე უნდა მიიყვანო, რომ სცადოს თვითმკვლელობა. მერე მეორე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ადამიანი წავიდა მისი ძმაკაცის სახლში, იპოვა იარაღი, წერილი დაწერა, უკაცრავად, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეებს ჰყვება რუსული ხელისუფლება, თითქოს ჯიბეში ჩაიდო წერილი, არავინ დამნაშავე არაა, მადლობა მკვლელებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ამოიღოთ ხმა, თორემ ეს ადამიანი მოგადგებათ ყველას სახლში, ოჯახებში, დაგიწიოკებთ შვილებს და ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? გადასულია ადამიანების მკვლელობაზე, “ზარალა” ციხეში გაუშვა, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა ან ესროლეს, ნებისმიერ შემთხვევაში მას კლავენ და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ამ ადამიანს, რომ უფრო ბევრი რამ გავიგოთ და სიცხადე შეიტანოს ამ ამბავში.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა