ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, რამიშვილის დაკავების დეტალებთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას. ჭკადუას თქმით, რამიშვილის დაკავებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"მოხდა ასეთი გაუთვალისწინებელი შეცდომა. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გავაკეთებთ ერთობლივ განცხადებას. არანაირი კავშირი პოლიტიკასთან ამ ფაქტს არ აქვს. თქვენც ხვდებით ალბათ, რომ პარიზში, აეროპორტში არ შეიძლებოდა, ჩანთით იარაღი წაეღო. აქ საუბარია შენახვის უფლებით რეგისტრირებულ კნაონიერ იარაღაზე. როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, ამასთან დაკავშირებით მისცემს ჩვენებას გამოძიებას და მოგვიანებით თქვენთვის იქნება ცნობილი. ბატონი გიორგი რამიშილი აუცილებალდ გააკეთებს განმარტებას თავად. ეს იქნება განცხადების სახით თუ ამას გააკეთებს პროცესზე, ამას თავად გადაწყვეტს, - განუცხადა ადვოკატმა მედიასთან.