“ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებასთან” რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებისთვის “ლელოს” აუცილებლად მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა.
"არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ და “ლელომ” უნდა იცოდეს, რომ მისი მხრიდან ამ გზის არჩევა, რასაც ჰქვია “ოცნებასთან” კოალიციის შექმნა და ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ის, რის საფასურსაც გადაიხდის როგორც საკუთარ ამომრჩეველში, ისე პოლიტიკურ წრეებში და ეს ეტყობა კიდეც იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს “ლელოში”, სადაც ადამიანები ძალიან ღირსეულად ტოვებენ პოსტებს “ლელოს” იმ გადაწყვეტილების გამო, რაც მათ მიიღეს.” - განაცხადა ანა წითლიძემ.