„თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ - ამ ლოზუნგით რუსთავში აქცია-მსვლელობა გაიმართა.
"თავისუფლება გიორგი მინდაძეს!", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! "- სკანდირებდნენ მსვლელობის მონაწილეები.
მსვლელობაში პატიმრების ოჯახის წევრებიც მონაწილეობდმენ, მათ შორის 21 წლის გიორგი მინდაძის მშობლები.
"გიორგის დაბადების დღეზე სიმბოლურად, რუსთავში არის მსვლელობა. იმდენად ვარ აღფრთოვანებული ამ დიდი აქციით და ამდენი ხალხით, რომ ყველას მინდა, სათითაოდ მადლობა გადავუხადო. სიკეთე მოგცეთ უფალმა და გიორგი კიდევ გამარჯვებული და თავისუფალი ჩამეხუტებინოს!, - თქვა მინდაძის დედამ.
ფოტო: პუბლიკა