როგორც არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისე არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს! – ამის შესახებ აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.
„პოლიტიკური ლიდერები და სინდისის პატიმრები არიან რეჟიმის ტყვეობაში თავისუფლებისა და სიმართლისთვის ბრძოლისთვის.
სახეზეა რეჟიმის პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება, და არა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება.
ამიტომ, ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე!“ – აღნიშნულია განცხადებაში.
მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს.