რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ეკატერინბურგში ექს-პრეზიდენტის ბორის ელცინის ძეგლი გახსნა.
როგორც მედვედევმა ძეგლის გახსნის ცერემონიალზე აღნიშნა, ქვეყანა ბორის ელცინის მადლიერი უნდა იყოს, 90-იან წლებში განხორცილებული რეფორმებისთვის.
"რუსეთი მადლობელი უნდა იყოს ელცინის, რადგან ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში არ გადაუხვია ცვლილებების გზას, გაატარა სერიოზული ტრანსფორმაცია და დღესაც წინ მიდის. დღეს ჩვენ რომ გვაქვს თანამედროვე ქვეყანა, რომელიც ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ არის პრობლემებიც, მაგრამ წინ მაინც მიდის - ეს ელცინის და იმ პირების დამსახურებაა, რომლებმაც ახალი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ეკატერინბურგში ელცინის ძეგლის გახსნაზე.
მედვედევის შეფასებით, სწორედ იმ წლებში მოხდა პოზიციების ფუნდამენტალიზაცია, რომელზეც დღეს რუსეთი შენდება.
"პრეზიდენტს ყოველთვის რთულ გადაწყვეტილების მიღება უხდება - უნდა შეცვალოს სახელმწიფო წყობა და სწორედ ეს გააკეთა ელცინმა", - აღნიშნა მედვედევმა.