პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქიას განაჩენი, სავარაუდოდ, 10 ივლისს გამოცხადდება. მომდევნო პროცესი 10 ივლისს, 10:30 საათზე გაიმართება.
მოსალოდნელი იყო, რომ მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებდა, თუმცა თამარ მჭედლიშვილმა თქვა, რომ 12:00 საათზე ჯგუფურ თავდასხმაში ბრალდებული რვა პირის პროცესი ჰქონდა ჩანიშნული, საბა ჯიქიას საბოლოო სიტყვას ვერ მოუსმენს და სხდომას ვეღარ გააგრძელებს.
მანამდე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა და საბა ჯიქიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა პროკურატურის მიერ იმ მოწმეების ჩახსნა გააპროტესტა, რომლებმაც, მისი თქმით, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და შეკითხვებს იწვევდა.
საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ პოლიციელს წიხლი ჩაარტყა.
ჯიქიას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.