ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა ერთმანეთს შორის სამხედრო მოლაპარაკებას დათანხმდნენ.
როგორც უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, შეხვედრა 8 დეკემბერს სასაზღვრო ქალაქ პანმუნჯომში გაიმართება. სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მოლაპარაკაბაზე ქვეყნებს უმაღლესი დონის სამხედრო ოფიცრები წარადგენენ. შეხვედრაზე იმსჯელებენ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სამხედრო დისკუსიების წამოწყებაზე. საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასაც.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკება გასული წლის ნოემბერშიც გაიმართა. თუმცა შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე დღეში ორ ქვეყანას შორის სიტუაცია უფრო დაიძაბა. 2010 წლის ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაზე საარტილერიო დარტყმა განახორციელა, რის შემდეგადაც რამდენიმე სამხრეთ კორეელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.