გეგმა არის ერთობა და ეს იქნება ასე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტეტსო აქციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"რეჟიმი ვერ იმარჯვებს. ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და ეს იქნება ასე, სანამ ვერ მივაღწევთ შედეგს. შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ ქართულ ოცნებაში დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა, ვიღაცის ჩამშორება, რაღაც გაუგებარი წმენდები, კორუფციაზე თემის ამოწევა, რომ ვიღაცები ჩამოიშორონ და მათთვის სრულიად გაუგებარი მდგომარეობა. ჩვენთვის ეს არის გასაგები, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი. ეს არის თქვენი გამარჯვება" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.