გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ დაუშვებელია დააკნინონ საფრთხე, რომელსაც რუსეთი გერმანიას უქმნის.
ამის შესახებ მინსიტრმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ვადეფულმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული დამპყრობლური ომი იყო და რჩება ევროპისთვის უდიდეს საფრთხედ და გერმანიის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან თემად.
მან ასევე გააფრთხილა, რომ არ უნდა დაკნინდეს რუსეთის მიერ გერმანიისთვის შექმნილი საფრთხე. „რუსეთი ასევე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს მშვიდობიან ცხოვრებას და თავისუფლებას გერმანიაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ვადეფულმა.
მანამდე, Spiegel-თან ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება დასავლეთის ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ პუტინი დათანხმდება რეალურ მოლაპარაკებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება აუცილებელია გერმანელების თავისუფლებისთვის.